განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისში მიმდინარე „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ XIV ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე“ გიორგი ჩაკვეტაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, ასევე განახლებულ „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე“, რომელზეც პარლამენტი უახლოეს კვირებში იმსჯელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში არსებულ სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ბაგა-ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.