უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ამერიკული იარაღის მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობას.
„პარიზში შევხვდი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები, ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და ჩვენი მზადება უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გასაფორმებლად. ყოველდღიური რუსული ტერორისგან ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად, უკრაინას უნდა შეეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.