სარაევოში მიმდინარე ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა შვიდი მედალი მოიპოვეს.
ნესტორ ხერგიანი და დევიკო გობეჯიშვილი ტურნირზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ, გიორგი მოდებაძემ და დათო უძილაურმა – ვერცხლის, ხოლო ირაკლი ახრახაძემ, დევიკო მეშველიანმა და ბადრი ბასოშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ვეტერანი ძიუდოისტები რვა მედალს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი გახლდათ.
ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) – ოქრო
ელგუჯა გვასალია (-100 კგ) – ვერცხლი
ვაჟა მუმლაძე (-66 კგ) – ვერცხლი
შალვა ბექაური (+100 კგ) – ვერცხლი
ბადრი ბედიანაშვილი (-60 კგ) – ბრინჯაო
გოგიტა მენთეშაშვილი (-66 კგ) – ბრინჯაო
ვანო გიგილაშვილი (-100 კგ) – ბრინჯაო
გიორგი შინჯიკაშვილი (+100) – ბრინჯაო
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე შედგა ქართული ფინალი – ალექსი დავითაშვილმა შალვა ბექაური დაამარცხა.