leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის პრემიერი: ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა ძალიან რთულია, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაბომბვების შედეგად დაკარგა ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50% და მთავრობა მუშაობს მის აღდგენაზე, რათა ზამთრამდე ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გამომუშავება.

„ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა ძალიან რთულია, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%. დღეის მდგომარეობით, ჩვენ დავკარგეთ 9.2 გიგავატი ელექტროენერგია სარაკეტო და დრონების შეტევის გამო, რაც ჩვენი სიმძლავრის ნახევარია, რაც, მაგალითად, გასულ ზამთარში გვქონდა“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

„ვმუშაობთ მათ აღსადგენად, რათა გათბობის სეზონამდე რაც შეიძლება მეტი გენერაცია გვქონდეს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის, რაც აღდგენილია“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ