left_sabechdi

ლიონელ მესი: ამჟამად მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბია

კოპა ამერიკა 2024-ის დაწყებამდე არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ლიდერმა, ლიონელ მესი Infobae-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ოქროს ბურთის“ მოქმედმა გამარჯვებულმა განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალია“, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო.

„ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალია“, რადგან ისინი ახლახან გახდნენ ევროპის ჩემპიონები. თუ სათამაშო ხარისხს გავითვალისწინებთ, ამ მხრივ გამორჩეული გვარდიოლას „მანჩესტერ სიტია“, – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მესის კარიერის საუკეთესო წლები „რეალის“ მთავარ კონკურენტს, „ბარსელონას“ უკავშირდება. კატალონიური გუნდის მაისურით არგენტინელმა 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ