leaderboard_below_slide
left_sabechdi

თურქეთის ნაკრებს ოზან კაბაკი ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ოზან კაბაკი იტალიასთან ამხანაგური შეხვედრისას დაშავდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინდა და 24 წლის მცველი ევრო 2024-ზე გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ეს ყველაფერი რთულად გადასატანია. ტრავმის გამო გარკვეული დროის მანძილზე მოედანზე ვერ გავალ და ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებ. რაც არ შეცვლილა, ჩემი დიდი სურვილია, ისევ გავაკეთო ის, რაც მიყვარს. ყველაფერს ვიზამ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. დიდი მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს და იმ ადამიანს, ვინც მამხნევებდა“, – წერს ოზან კაბაკი.

„შემოწმების შედეგად, ოზან კაბაკს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინდა. 24 წლის მცველი, ტრავმის სიმძიმის გამო, ევრო 2024-ზე ჩვენი შემადგენლობიდან ამოვარდა. მას გამოჯანმრთელებას და მოედანზე სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ“ – ვკითხულობთ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ასევე იხილეთ