leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები

“ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის თავისუფლების ინდექსით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

“ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები”,– წერს პაპუაშვილი. 

ასევე იხილეთ