left_sabechdi

ემანუელ მაკრონი: დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ამ ფაქტს და მეტე ფრედერიქსენს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.

ასევე იხილეთ