left_sabechdi

ირაკლი ზარქუა 2024 წლის თავისუფლების ინდექსზე: გავუსწარით, მათ შორის, ნატოს სახელმწიფოებს

“გავუსწარით, მათ შორის, ნატოს სახელმწიფოებს, გავუსწარით ევროკავშირის სახელმწიფოებს, არაფერს ვამბობ კანდიდატ ქვეყნებზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეგახსენებთ, შეფასება ხდება კანონის უზენაესობის მიხედვით, კორუფციის დონით, ადამიანის უფლებათა დაცვით. მათ შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობით. ეს ყველაფერი ფასდება და ამის შემდეგ დაადგინეს, რომ დიახ – თურმე.

ე.ი. რა გამოდის? ის ექსპერტები, ამერიკელი, ევროპელი ექსპერტები სწორად აფასებენ, ხოლო, პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ მარწუხებივით ხელი გადაგვიგრიხონ და მათ ნებას დავყვეთ, რატომ? გლობალური ომის პარტია ვინც არის, რომ ჩვენ მეორე ფრონტი გავხსნათ, ისინი კიდე ასე გვაშანტაჟებენ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ასევე იხილეთ