left_sabechdi

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ აყვანილი ოთხი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილნი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 პირი მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

ასევე იხილეთ