left_sabechdi

კახა ცხადაძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას დიდი იმედით ველოდები

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, აზერბაიჯანული „გაბალას“ დამრიგებელმა, კახა ცხადაძემ  მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნული გუნდთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა.

„ისტორიული შედეგი დაფიქსირდა, რომლისთვისაც ჩვენი ნაკრები ამდენი ხანია იბრძოდა. ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს და ახალ ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია აქვთ. მთავარია, რომ გუნდი შეთამაშებულია და თამაში დაყენებული აქვს. ძირითადი შემადგენლობის წევრებიც მეტ-ნალებად ცნობილია და ფეხბურთელებს ერთმანეთის თვალდახუჭულებს ესმით.

მწვრთნელი, დიდი ხანია, მათთან მუშაობს და ჩემთვის ესაა ნაკრების ყველაზე მთავარი პლუსი. ევრო 2024-მდე მოსამზადებლად ბევრი ნაკრები 2-3 მატჩს თამაშობს. მაგალითად, თურქეთის ნაკრებს 35 მოთამაშე ჰყავდა. ჩვენი გუნდი კი დაკომპლექტებული იყო და ცვლილება თითქმის არ ყოფილა – ეს კი პლუსია, რის გამოც ბევრი საკონტროლო მატჩი საჭირო არ გახდა.

საქართველოს ნაკრები ამ დიდ ტურნირზე პირველად მოხვდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფეხბურთელებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, კლუბებში მაღალ დონეზე  თამაშობენ და ევროპის ჩემპიონატზე მათ გამოსვლას ძალიან დიდი იმედით ველოდები“, – განაცხადა ცხადაძემ “პირველი არხის” გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.

ასევე იხილეთ