left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ბოლოდროინდელი სპორტული წარმატებების ფონზე, განსაკუთრებით ლოგიკურია ქვეყანაში მულტიფუნქციური, ახალი სპორტული კომპლექსი – სტადიონი აშენდეს

“ბოლოდროინდელი სპორტული წარმატებების ფონზე, განსაკუთრებით ლოგიკურია ქვეყანაში მულტიფუნქციური, ახალი სპორტული კომპლექსი – სტადიონი აშენდეს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე პოტენციური ადგილმდებარეობა, რომელიც შეიძლება იყოს ხელსაყრელი ახალი სტადიონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

ასევე, ვიმსჯელეთ იმ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადადგან და ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა არსებობს იმისთვის, რათა ეს პროექტი განხორციელდეს მაღალი ხარისხით და ქვეყანაში მივიღოთ მართლაც გამორჩეული სტადიონი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.

ასევე იხილეთ