left_sabechdi

ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს

ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დღეს დილით კიდევ სამ ქვეყანაში, ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა.

როგორც ცნობილია, ჩეხეთში ხმის მიცემა დღესაც გაგრძელდება. გარდა ამისა, დღეს, დღის მეორე ნახევარში ხმის მიცემა დაიწყო იტალიაში. აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტის არჩევნები ჩეხეთსა და ირლანდიაში ჩატარდა.

ევროპარლამენტის არჩევნები ხვალ დასრულდება.

ასევე იხილეთ