leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: თუ არ ვცდები, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მთელს ევროპაში

“ზელენსკის გარემოცვა რომაა, ადამიანები პირდაპირ აღმოჩნდნენ სათამაშო ბიზნესიდან მაღალ თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ სერიოზულ რესურსზე, როგორიც არის იარაღი, ყუმბარები და ა.შ. ვინმეს სჯერა, რომ ცდუნებას არ დაჰყვებიან და არ მოითბობენ ხელს?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დეპუტატი ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს და ახლა მათთვის ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებები იხსნება.

„ჩემს გუნდთან ერთად ვერიდები უპირატესობის ხაზგასმას, რომელიც გაგვაჩნია ომში მყოფ ქვეყანასთან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქვეყანა არის ტრაგიკულ დღეში, 200 მილიარდიანი ეკონომიკა განულებულია უკრაინაში, არ არსებობს საერთოდ სიტყვის თავისუფლება, გაუქმებულია არჩევნები, 10 მილიონი ლტოლვილია, 500 ათასი დაღუპული. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ნამდვილად უხერხულია გაჯიბრება. რაც შეეხება მოლდოვას, წარმოიდგინეთ, ამ კონტექსტში [ევროკავშირის წევრობის გზაზე] ვიყოთ დსთ-ს წევრი, ეს იქნებოდა მიზეზთა მიზეზი და მოლდოვას შემთხვევაში, არავინ ამას არ იმჩნევს.

სახელმწიფო არის გაწევრებული იმ ბანაკში, საიდანაც მათი [ევროკავშირის] თქმით, მოდის მთავარი საფრთხე. ეს არის ორმაგი სტანდარტი, თუმცა ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ეს იგივე სცენარია როგორც უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო სულ ახლო წარსულში, როდესაც ევრო პერსპექტივა მოგვენიჭა, ხოლო ამ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება კორუფციას, თუ არ ვცდები, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მთელს ევროპაში, რადგან შვიდ ოლიგარქს უჭირავს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის და ახლა უკვე განულებულის 70%. ნათქვამია ვისთვის ომი არის და ვისთვის მშობელი დედაო. ზელენსკის გარემოცვა რომაა, ადამიანები პირდაპირ აღმოჩნდნენ სათამაშო ბიზნესიდან მაღალ თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ სერიოზულ რესურსზე, როგორიც არის იარაღი, ყუმბარები და ა.შ. ცდუნებას არ დაჰყვება და არ მოითბობს ხელს?”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ