ბექა ოდიშარია: ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, „ქართულ ოცნებასთან“ ეს ძალა პირწმინდად დამარცხდება
ბექა ოდიშარია „დღის ქრონიკაში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, „ქართულ ოცნებასთან“ ეს ძალა პირწმინდად დამარცხდება.
„თუ ხაბეიშვილის განცხადებაში, მისხალი სიმართლე მაინც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მე მასაც და ყველა ჩვენს კოლეგას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მაგრამ მე მგონია, რომ მის დამფინანსებლებსაც და მის უკან მდგომ გავლენიან ადამიანებსაც ყელში ამოუვიდათ ამ კაცის უინტელექტო განცხადებები. ჩემთვის რომ ეკითხათ, მათთან პოლიტსაბჭოში ბოკუჩავაზე ბევრად უფრო კვალიფიცირებული და გამოცდილი ადამიანები არიან, მაგრამ ამ ხალხში ვინ სად გადაადგილდება, საბოლოო ჯამში ეს არ იმოქმედებს საზოგადოების განწყობების შეცვლაზე“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის.