leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მოქმედებებზე: ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ჩვენ დემოკრატიის ფარგლებიდან გავედით, ეს უკვე უმცირესობის დიქტატურაა

„ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ჩვენ დემოკრატიის ფარგლებიდან გავედით. ეს არის უკვე ის, რომ მეორე მხარეს აქვს ყველაფრის უფლება და აქეთა მხრიდან ვიღაცამ მართლა გაბრაზებულმა ხელი რომ გაარტყას, ის დაისჯება, ეს უკვე უმცირესობის დიქტატურაა”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა არჩევნებამდე პერიოდში ოპოზიციის მოქმედებების შეფასებისას.

მისი განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციული გეგმით ცდილობს არჩევნებამდე მისვლას, არჩევნების შემდეგ მაიდანზე ღიად ლაპარაკობენ.

„ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ჩვენ დემოკრატიის ფარგლებიდან გავედით. ეს არის უკვე ის, რომ მეორე მხარეს აქვს ყველაფრის უფლება და აქეთა მხრიდან ვიღაცამ მართლა გაბრაზებულმა ხელი რომ გაარტყას, ის დაისჯება, ეს უკვე უმცირესობის დიქტატურაა. ჩვენ ვუყურებთ უმცირესობის დიქტატურას და ყველანაირ ეშმაკურ მეთოდს, რომლითაც ისინი ამას აკეთებენ. კანონმა უნდა აგებინოს მათ პასუხი. უნდა გამოიკვეთოს ეს სისტემური დანაშაული, რომელიც არის დესტრუქცია, მზადება არჩევნების წინა პერიოდისთვის, და შემდეგ, როცა სხვა ეტაპზე გადავლენ და მერე უკვე გვიან იქნება“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ