leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე: მადლობა ყველას, ვინც გაიხსენებს ზაზა დარასელს – ღირსეულ კოლეგასა და მეგობარს

ჟურნალისტი ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს, 8 ივნისს, 20 საათზე, სპორტკომლექს „იმედის“ სტადიონზე (მუშთაიდის ბაღი) იწყება ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში. ზაზას თასის 24-ე გათამაშებაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტელეკომპანიების პირველი არხის, პოსტივის, ერი მედიის გუნდები, აგრეთვე, ტრადიციული მონაწილეები – „ტოიოტა კავკასია“ და „აფხაზეთი“. ფინალური შეხვედრა 12 ივნისს, 18 საათზე გაიმართება. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი, „ტოიოტა კავკასიისა“ და მისი გენერალური დირექტორის, კოჯი მაცუნოსადმი, რომელთა დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ტრადიციის გაგრძელება. „ზაზას თასის“ წლევანდელი გათამაშების ჩატარებაში დიდი დახმარება გაგვიწიეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ, მეღვინეობა „მტევინომ“ და ბატონმა მალხაზ ზაუტაშვილმა, „ბაგრატიონი 1882“-მა და ბატონმა გიორგი დურგლიშვილმა. მადლობა მათ! მადლობა ყველას, ვინც ამ ამბით გაიხარებს და გაიხსენებს ზაზა დარასელს – ღირსეულ კოლეგასა და მეგობარს”, – წერს ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე.

ასევე იხილეთ