leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ნიკოლეიშვილი სავიზო შეზღუდვებზე: დედინაცვალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ბაიდენის ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლებისთვის

„დედინაცვალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ბაიდენის ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლებისთვის”, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ასანქცირებს, რაღაც ნაწილში აუცილებლად საპასუხო სანქციები უნდა იყოს. სანქციას სანქციით ვუპასუხოთ და მოვხსნათ მაგალითად ის საოცარი შეღავათები, რაც ამერიკის მოქალაქეებს, განსაკუთრებით სამხედრო პირებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პრაქტიკულად ათავისუფლებს. ვართ ჩვენ კოლონია? მგონი აღარ ვართ. დედინაცვალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ბაიდენის ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს სიმშვიდისთვის, ომში არ ჩართვისთვის და სუვერენიტეტისთვის მძიმე ნაბიჯებს დგამს. უფრო ადვილი იქნებოდა მიშასავით აქე-იქით ეფრინათ და ქვეყანა ხრამში გადაეჩეხათ, მაგრამ რადგან გადავდგით ნაბიჯი, უნდა გადაიდგას ბოლომდე“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ასევე იხილეთ