ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როგორც ჩანს, გარე ძალებისგან მოვიდა მესიჯი, რომ ეს უსამშობლოები ერთ პლატფორმაში გაერთიანდნენ და მადამ პრეზიდენტი გახდეს ლიდერი
ირაკლი ზარქუა „ქრონიკაში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახლა შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემაც დაუდგეს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„როგორც ჩანს, გარე ძალებისგან მოვიდა მესიჯი, რომ ეს უსამშობლოები ერთ პლატფორმაში უნდა გაერთიანდნენ და მადამ პრეზიდენტი უნდა გახდეს ლიდერი, ბელადი კი დარჩა თამაშგარეთ. ახლა, თამაშგარეთ რომ აღმოჩნდა, ულტიმატუმი გამოუგზავნა იქიდან. არჩევნები მოახლოებულია, კაციშვილს არ ახსოვს სააკაშვილი. ხაბეიშვილი თავმჯდომარემდ რომ მოვიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოიხსნიდა, მაგრამ ყველას დაავიწყდა, არავის აინტერესებს მწვალებელთა ბელადი. როგორც ვიცი, თავიდან სააკაშვილს მის წარმომადგენლად სოფო ჯაფარიძე უნდოდა, ვერ შეთანხმდნენ, მერე კონსენსუსი შედგა ქალბატონ ბოკუჩავაზე. არ გამორიცხოთ, რომ შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი დაუდგეს „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის.