ირაკლი ზარქუა: ბელადი ხედავს, რომ ის გვერდზე გაწიეს და ერთ დროს მოღალატის ეპითეტით შემკული ქალბატონი ამათთვის საყვარელი და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსი გახდა
„მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ბელადი ხედავს, რომ ის გვერდზე გაწიეს და ერთ დროს მოღალატის ეპითეტით შემკული ქალბატონი ამათთვის საყვარელი და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსი გახდა”, – განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანების დაკვეთა ოპოზიციამ “პატრონისგან” მიიღო.
„მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ბელადი ხედავს, რომ ის გვერდზე გაწიეს და ერთ დროს მოღალატის ეპითეტებით შემკული ქალბატონი ამათთვის საყვარელი და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსი გახდა. მას რომ უწოდებდნენ მოღალატეს, რეზიდენტს, დასცინოდნენ, ეს ყველას მიავიწყდა. სინამდვილეში დაკვეთა მოვიდა მათი პატრონისგან, დონორებისგან, რომ სააკაშვილი წარსულია, უნდა გაერთიანდნენ მადამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ და იქნებ, ამით მაინც შეძლონ, გარდატეხა შეიტანონ ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილს ეს ბუნებრივია, არ აწყობს და მან დაიწყო მოქმედება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუა.
მან ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხს არ დავიწყებია, რას აკეთებდნენ ისინი.
„ევროპული ყაიდის პოლიტიკოსებად გვასაღებენ ვის? – გვარამიას. მას ჰგონია, ხალხს დაავიყდა, რომ ჩვეულებრივი ნაც-ზონდერ პროკურორი რომ იყო და როგორ კერავდა და თხზავდა საქმეებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. მელიას ჰგონია, დაავიწყდა ხალხს, ქონებას რომ ართმევდა და მერე საპროცესოს რომ უფრომებდა თიბისი ბანკი ხაზარაძის თანხმობით. ესენი ყველანი ერთად არიან დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება და ეს პლატფორმა აქვთ. უბრალოდ, ახლა ესირცხვილებთა და ცდილობენ, საზოგადოებას დაანახონ, რომ არა, ჩვენ „ნაცებს“ ვემიჯნებით და ჩვენ სხვა ვართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.