leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ამათ გენში აქვთ „უმფროსობა“!

„ახლა უცხოელი „შადიმანები“ მოგვიმრავლდნენ, ზოგი აშუშუდან გვიქნევს თითსა, ზოგი ევროპიდან. უფრო მეტად კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან გვეტრიპაჩებიან. ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, როგორი უტრაკო ყარაჩოხლებიც იყვნენ საბჭოთა პერიოდში, უნახავებმა რაღაცა ნახეს და ახლა აქეთ გვასწავლიან ქვეყნის მართვას. ყველამ თავის ბოზ მამიდას და ჩაოხრებულ ქვეყანას რომ მიხედოს, არ უნდათ!” – ამის შესახებ გელა ზედელაშვილი წერს:

„ესენი გონზე არ არიან, რას აკეთებენ!

ესენი არასდროს იყვნენ გონზე და არასდროს იცოდნენ, რას აკეთებდნენ.

ამათ ხინკლის ჭამაც კი ვერ ისწავლეს, 30 წლის განმავლობაში იღლიებიდან გასდით წვენი და თან ცდილობენ, „უმფროსებადაც“ დაგვადგნენ.

ალბათ, გახსოვთ, ადრე, შევარდნაძის მმართველობისას და ცოტა ხანს შემდეგაც, სულ ჩაგვჩიჩინებდნენ, რუსებთან ურთიერთობები თქვენ დაალაგეთ, თვითონ დაელაპარაკეთო. ეს იყო ამათი ვირეშმაკული ტაქტიკა, ვითომ დემოკრატობდნენ. იმხანად იქ, ზემოთ, ხელისუფლებაში ზოგიერთმა დაიჯერა, ესენი მართლა გვიბიძგებენ, რუსებს ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ დაველაპარაკოთო და დაიწყო გზების ძიება, კონტაქტებზე გასვლა და დალაპარაკების მცდელობა.

თუმცა!

ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და მაღალი თანამდებობაც ეკავა, ბევრი მათგანი ცოცხალია!

ისინი დამეთანხმებიან, როგორ გაცოფდნენ ესენი და როგორ ჩაუსვეს ძალოვან მინისტრებს კაბინეტებში აგენტები!

მინისტრებმა იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ აგენტები და ვალდებულებაც ჰქონდათ, მათ გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არც დაეგეგმათ, არც გადაეწყვიტათ. მეტიც, ასევე ვალდებულნი იყვნენ, ანგარიშიც ჩაებარებინათ.

რა რუსებთან დალაპარაკება, რომელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორ გეკადრებათ?

როგორც კი ოკუპირებულ ტერიტორიებს უხსენებ, ეგრევე ცოფდებიან!

რაც ესენი „დაგვიმეგობრდნენ“, სულ რაღაცით და ვიღაცით გვაშინებენ. 1990-იანი წლებიდან გვესმოდა – თუ წესიერად არ მოიქცევით, სესხს აღარ მოგცემთო, პირველი ტრანში ხომ განვახორციელეთ, მეორე აღარ იქნებაო. არადა, იყო, მეორეც იყო, მესამეც და მეათეც, რადგან ეს ისევ მათ ინტერესებში შედიოდა.

შადმან ვალავი გახსოვთ?

პირწავარდნილი „შადიმანი“ გახლდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომელიც ჩვენ „გვკურატორობდა“ და დემოკრატიის ხარისხსაც გვიზომავდა. ჩამოვიდოდა, მიედებოდა, მოედებოდა, კაიხანს იბოდიალებდა, ჯერ ენას გამოგვიყოფდა, მერე სესხს, თან თითსაც დაგვიქნევდა, ჩემ ჩამოსვლამდე ძირნაყარი არაფერი ჭამოთ, დემოკრატიას ჩრდილი არ მიაყენოთო და წავიდოდა.

ერთადერთი, ვინც უცხოელ „შადიმანს“ შეეწინააღმდეგა და თქვა –  ეს ჩემისა, ალაოდ არიო, ეს იყო გოგი თოფაძე!

ახლა უცხოელი „შადიმანები“ მოგვიმრავლდნენ, ზოგი აშუშუდან გვიქნევს თითსა, ზოგი ევროპიდან. უფრო მეტად კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან გვეტრიპაჩებიან. ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, როგორი უტრაკო ყარაჩოხლებიც იყვნენ საბჭოთა პერიოდში, უნახავებმა რაღაცა ნახეს და ახლა აქეთ გვასწავლიან ქვეყნის მართვას. ყველამ თავის ბოზ მამიდას და ჩაოხრებულ ქვეყანას რომ მიხედოს, არ უნდათ!

ესა, სურათზე რომ ხედავთ, მოხარშული თევზის თვალებით რომ იყურება, ესეც გვემუქრება, სამას რაღაცა მილიონ დოლარს აღარ მოგცემთო.

ამ ჩვენ ფეხებს, თუ აღარ მოგვცემენ, ფუქსავატმა „ენჯეოშნიკებმა“ იდარდონ!

და დარდობენ კიდევაც, სკდებიან  თავიანთი პატრონებისთვის ბოღმითა და ბალღამით!

ჰო, ამ მოხარშულთევზისთვალებიანმა, საქართველოსთან ურთიერთობასაც გადავხედავთო.

ამ ჩვენს ფეხებს, თუ გადახედავენ, რაც ჩვენ მსხვერპლი გავიღეთ მაგათ მიერ გაჩაღებულ ცხელ წერტილებში, გადახედონ კი არა, ტრაკზე უნდა გვაკოცონ.

თუმცა!

ამათ გენში აქვთ „უმფროსობა“!

თავს ისე გვაჩვენებენ, გეგონება ყურებიდანაც ტვინი გადმოსდით.

არადა, შავზე გეუბნებიან, თეთრიაო!

„ფეჩზე“ გიმტკიცებენ, გარმონიაო!

კიდე ისეთ რაღაცებს გვიმტკიცებენ, პირი დაგვაღებინეს, ნუთუ შეიძლება, ცოცხალმა ადამიანებმა ეგეთი სისულელეები ილაპარაკონ და ასეთნაირად მოიქცნენ?

არ შეიძლება, მაგრამ იქცევიან!

ვიღაცებს ვიზებს აღარ მივცემთო, არც მათი ოჯახის წევრებსო. გამოდის, კომუნისტები ამათზე გაცილებით ჭკვიანები ყოფილან და საბჭოთა სისტემა ამათ სისტემაზე გაცილებით ჰუმანური ყოფილა!

ესენი იმ დონემდე მიგვიყვანენ, ლენინსაც დავეთანხმებით, მარქსსაც და ენგელსსაც, რომლებიც იძახდნენ და ასაბუთებდნენ თავიანთ ნაშრომებში – კაპიტალიზმი დალპაო.

ლენინის კეთილებიც, მარქსის კეთილებიც, ენგელსის კეთილებიც, მაგრამ როცა შენ ასე იქცევი, დამპალი ხარ, აბა, რა?!

მიზეზი მაინც გქონდეს, თითიდან გამოწოვილი მიზეზიც არ გაქვს და ბოდავ!

შენ ერთი საუკუნეა, გაოხრია იგივე კანონი!

ფრანგებმა უკვე მიიღეს იგივე კანონი!

ევროკავშირი უახლოეს ხანში აპირებს იგივე კანონის მიღებას!

ალბათ მთელი მსოფლიო მიიღებს იგივე კანონს!

და რა?

ჩვენთვის არ შეიძლება?

იმიტომ, რომ კაი მსუყე „ატკატებს” აკეთებ?

იმიტომ, რომ აგეწვა?

ჰოოოო… აი, ამაშია საქმე!

მისტერ იმანო, ჩვენ გავიზარდეთ, ვეღარაფერს გამოგვაპარებთ!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ