leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ დუნდუა: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, რადგან 4 თვის ტენდენცია აქეთკენ მიუთითებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ქრონიკაში“ მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ყოველთვიური მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.

„პირველი კვარტლის მაჩვენებელი საშუალოდ 9%-იან ეკონომიკური ზრდაა, აპრილის მაჩვენებელი თითქმის 12%-იანი, აღმავალი ტრენდია, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები უნდა დაზუსტდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წინდახედული, კონსერვატორული თუმცა, რომ გამოვიდეთ კონსერვატორული ჩარჩოებიდან და პროცესი შევაფასოთ, არც გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, რადგან 4 თვის ტენდენცია აქეთკენ მიუთითებს“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ასევე იხილეთ