left_sabechdi

ბუდაპეშტში ოპოზიციონერი პიტერ მაგიარის ორგანიზებით, ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებამდე ერთი დღით ადრე ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც მედია წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა.

ოპოზიციონერი პეტერ მაგიარი 43 წლის ადვოკატია, რომელმაც რამდენიმე თვეში შექმნა ოპოზიციური პარტია. მაგიარმა ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და უნგრელებს უფრო ლამაზ, მშიდობიან და ბედნიერ ქვეყანას დაჰპირდა.

„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში ორბანის პარტია „ფიდესი“ სავარაუდოდ ხმათა უმრავლესობას მიიღებს, თუმცა მაგიარის პარტიამ შესაძლოა 30%-ამდე მოიპოვოს, რაც მნიშვნელოვან ადგილებს დააკარგვინებს პრემიერის პარტიას ევროპარლამენტში. უნგრეთში 21 კანდიდატს ირჩევენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც მისი პარტიის მოწინააღმდეგეებს მისცემენ ხმას, გარისკავენ, რადგან თუ ეს ასე მოხდება, შესაძლოა, უნგრელი ახალგაზრდები უკრაინაში ომის ხაზზე აღმოჩნდნენ. ამასთან, მაგიარი უარყოფს ორბანის ბრალდებას, თითქოს ის ომის მომხრეა.

ასევე იხილეთ