left_sabechdi

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმებზე: წითელი ხაზი გადაკვეთეს

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, კლაუდია ტანერი  აცხადებს, რომ ქვეყნებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

„წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“, – განაცხადა კლაუდია ტანერმა Die Presse-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და აშშ-მა, უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთიის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის უკვე გამოიყენა. კერძოდ, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში სამიზნეებს HIMARS-დან დაარტყეს.

ასევე იხილეთ