“ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხარეს მდინარე ფსოუს საგუშაგო ზაფხულში – ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში – თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობს“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, ძველი ხიდით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება”, – აღნიშნა ბჟანიამ.