top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ დუნდუა: მიმდინარე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზირებული იყო, არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდეს

“მიმდინარე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაჩქარდა, არის უფრო მაღალი ვიდრე პროგნოზირებული იყო. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედა და გაზრდილია”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

„ჩვენ კონსერვატიულად, ფრთხილად ვუყურებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, 6-7% ოპტიმისტური მაჩვენებელი არის ის მიდგომა, რა მიდგომაზეც შეიძლება იყოს დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესი, თუმცა არ გამოირიცხება ის, რომ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და წელსაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, როგორც ეს წინა წლებში იყო“, – აღნიშნა დუნდუამ.

ასევე იხილეთ