left_sabechdi

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან.

არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.

„არჩევნებისთვის“, საერთო ჯამში, 40 000 „ბიულეტენი“ დაიბეჭდა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურება.

ასევე იხილეთ