მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს, კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხა, 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია, რომელიც დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ პრემიერის მოწინააღმდეგე არ არის და პირიქით, მიიჩნევს, რომ მთავრობის კარგი ხელმძღვანელია, ქუჩაში მისმა დანახვამ კი გააოცა.