top_leaderboard
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონლაინ მაღაზია isurve.ge -მ კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა

“კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონლაინ მაღაზია isurve.ge -მ კასპელ ბავშვებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გასულ წელს, კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შპს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასთან. მემორანდუმის ფარგლებში კასპელმა მწვრთნელებმა შავლეგ მაჭარაშვილმა და ნიკა ლეკვეიშვილმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. დღეს დინამო თბილისის
საფეხბურთო სკოლაში 40 კასპელი ბავშვი ვარჯიშობს.

წარმატებებს ვუსურვებთ კასპის საფეხბურთო გუნდის თითოეულ წევრს, ხოლო მაღაზია isurve.ge -ს ვუხდით მადლობას ბავშვების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე იხილეთ