“ძლიერი ბერძნული ხმა და წარმომადგენლობა ევროპარლამენტში გადამწყვეტია”,– ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი და რაც უფრო დიდია მონაწილეობა, მით უფრო ძლიერდება ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ევროპარლამენტის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ძლიერი ბერძნული ხმა და წარმომადგენლობა ევროპარლამენტში გადამწყვეტია. ეს საშუალებას მისცემს საბერძნეთს, განამტკიცოს თავისი ინტერესები ევროპაში. ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩაერთვებიან ამ დემოკრატიულ პროცესში საკუთარი შეხედულებების გამოხატვის მიზნით“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.