left_sabechdi

თეთრი სახლი: აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით ევროატლანტიკურ მისწრაფებებში

“აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ