left_sabechdi

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრას გამართავს. „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.

ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში ითამაშებს. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი“, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი“, საქართველო), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

ასევე იხილეთ