ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას მიმართ ბულინგის მცდელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, მარტო ის კი არ არის ტრაგედია დღეს როგორც იქცევა დესტრუქციული ოპოზიცია, ტრაგედია ის არის, რომ ადამიანებს იყენებენ თავისი პირადი მიზნებისთვის.
„მარტო ის კი არ არის ტრაგედია დღეს როგორც იქცევა დესტრუქციული ოპოზიცია, ტრაგედია ის არის, რომ ფსიქიურად არასტაბილურ ადამიანებს ეს მოღალატეები იყენებენ თავისი პირადი მიზნებისთვის. ამ ქალზე როგორ უნდა გაბრაზდე, ქალს რომელსაც არც მორალი და არც ღირსება არ გააჩნია, გასაბრაზებელი ის ორგანიზატორები და ტაშის დამკვრელები არიან, ვინც ამ სიგიჟეს ახალისებენ, მაგ. შუბლზე ძარღვგაწყვეტილი პროვინციელი “მაღალი” IQ მატარებელი ჟურნალისტი (იხ. კომენტარი) წარმომიდგენია, მაშინ როცა მისი ქმარი ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობას იკავებდა, როგორ ელოდებოდა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს და აყოლინებდა იმ დღეს ვინ დაიჭირეს, ვის წაართვეს ბიზნესი, ვინ ცემეს, ვინ მკვდარზე მიაბეს მორგში, კასტილიანმა კაცმა რამდენჯერ იძალადა პატიმრებზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ დიდ სიამოვნებასაც იღებდა, ასე რომ არ იყოს, როგორ შეიძლება ბავშვის თანდასწრებით ამ სიგიჟემ ასე გაგახაროს”, – წერს ნინო ფოჩხუა.