left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი ირაკლი ზარქუას მიმართ ბულინგზე: “ნაცმოძრაობით” მოწამლულო ადამიანებო, “ქართული ოცნება” არასოდეს იმოქმედებს თქვენი ხელწერით

“ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური, პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ მიმართულ სავარაუდო ბულინგზე.
„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე. ამჟამად შვილთან ერთად მყოფ ირაკლი ზარქუასთან მიიჭრნენ და დაზეპირებული უშინაარსო სიტყვებითა და მხოლოდ მათთვის შესაფერისი ქცევით ეცადნენ ირაკლისათვის შეურაცხყოფის მიყენებას. ,,ნაცმოძრაობით” მოწამლულო ადამიანებო, „ქართული ოცნება” როგორც გუნდი და მისი წარმომადგენლები ცალ-ცალკე და თუნდაც ერთად არასოდეს იმოქმედებენ თქვენი ხელწერით. არ აგყვებიან უზნეობასა და არაადამიანობაში, ეგ ნიშა მარტო თქვენია და ამიტომაცაა, რომ წლებია პოლიტიკური სანაგვიდან თავის ამოყოფას ცდილობთ!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე იხილეთ