leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ვურჩევდი კონგრესმენებს, სახ. დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ხელის ბიჭებს და ნულპროცენტიანი ჯამბაზებს ნუ მოუსმენენ

“ვურჩევდი კონგრესმენებს, ისე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, იმათ კი ნუ მოუსმენენ, ვინც არიან ხელის ბიჭები, დაფინანსებულები, სოროსის ფონდის წარმომადგენლები, ან ნულპროცენტიანი ჯამბაზები, მოუსმინონ ისეთი ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, როგორც მაგალითად ატლანტიკური საბჭოა”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„გაეცნონ იმ სტატისტიკურ მონაცემებს და დასკვნას, რომელიც ამ ორგანიზაციამ დადო. მაშინ მივლენ ობიექტურ გადაწყვეტილებამდე, თუკი ამის სურვილი აქვთ. დამოუკიდებელი ექსპერტი მაინც მოეწვიათ, ან პოლიტოლოგი, რომელსაც ამერიკული პროფესიული საზოგადოება აღიარებს. არა – არჩიეს ორი მოღალატის და ერთი ჯამბაზის მიერ ხელმოწერილი განაჩენის გამოქვეყნება და მე არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ მრგვალი მაგიდის შემდეგ შეჯამებისას და დისკუსიის საფუძველზე“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კი საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

 

ასევე იხილეთ