leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამხრეთ კორეა ფხენიანიდან „ბუშტებით თავდასხმების“ საპასუხოდ საზღვარზე პროპაგანდისტულ მაუწყებლობას იწყებს

სამხრეთ კორეის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე დამონტაჟებული აპარატურით პროპაგანდისტულ მაუწყებლობას განაახლებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველად სეულმა ასეთი მაუწყებლობა 2004 წელს დაიწყო. ისინი საზღვარზე დამონტაჟებული დინამიკებით გადასცემდნენ ახალ ამბებს და სხვა გადაცემებს, რომლებიც ჩრდილოეთკორეული მედიის ნარატივს ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს ასეთი დინამიკები საზღვარზე 2016 წელს ჩაირთო, როდესაც ფხენიანი მორიგ ბირთვულ ტესტებს ატარებდა.

ამჯერად სეულის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფხენიანის მხრიდან საჰაერო ბუშტების გაშვება გახდა, რომლებმაც სამხრეთ კორეის მიმართულებით პლასტიკი, სიგარეტების ნამწვავები და სხვა ნაგავი გადაიტანეს. არსებული ინფორმაციით, გასული თვის ბოლოდან ფხენიანმა სამხრეთ კორეის მიმართულებით 1000-ზე მეტი ბუშტი გაუშვა.

ასევე იხილეთ