ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამერიკის კონგრესის მიერ ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას არავითარი, აბსოლუტურად არავითარი კავშირი არა აქვს კანონთან გამჭვირვალობის შესახებ. ასე რომ იყოს, აშშ სანქციებს ყველა იმ ქვეყანას დაუწესებდა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. მანამდე კი თავის ქვეყანაში ჯერ კიდევ 1938 წელს მიღებულ ანალოგიურ კანონს გააუქმებდა. ამ გადაწყვეტილებით აშშ-მ დაგვანახა, რომ მას არ სჭირდება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები, საგარეო და საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად განმსაზღვრელი საქართველო. მას სჭირდება ყურმოჭრილი ფინია, რომელიც ყველა მის გადაგდებულ ლუკმას უკანა თათებზე შემდგარი დაიჭერს, ყველა მის ბრძანებას ცეკვა-თამაშით შეასრულებს…
მას საქართველოში სჭირდება მორჩილი, უსაქმური, უვიცი და ყველაფრის მკადრებელი „ვივამედ-ხელისუფლება“. აი ისეთი, რომლის მარადიული ბელადი მიშა მოსამართლის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, გალაკტიონ ტაბიძის 1917 წლის მარტში დაწერილი ლექსით უპასუხებს.
ვერ ვიტყვი, გამიკვირდა-მეთქი, მაგრამ გული დამწყვიტა ჩვენი აწ უკვე გაქარტიავებული ოპოზიციის თავაშვებულმა აღფრთოვანებამ და ნიშნის მოგებით გაჟღენთილმა კომენტარებმა. გული იმაზე კი არ მწყდება, ყველაფრის მკადრებელი სალოხაბე ოპოზიცია ჩვენი ოკეანისგაღმელი „მეგობრის“ ანტიქართულ ნაბიჯს აღფრთოვანებით რომ შეხვდა – გული იმაზე მწყდება, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ამდენი სრულწლოვანი ყეყეჩია.
აღდგომა და ხვალეო – ვნახოთ, რას იტყვიან, რას მოიმოქმედებენ „მეგობარი“ აშშ, „მეგობარი“ ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთი „მეგობარ“ ისლანდიასთან ერთად; რას იტყვიან შვედეთი და ფინეთი საფრანგეთზე, რომელმაც სწორედ მისტერ მეთიუ მილერის ანტიქართული გამოსვლების პარალელურად მიიღო ქართულის ანალოგიური კანონი გამჭვირვალობის შესახებ, თანაც, ერთხმად და უხმაუროდ; ვნახოთ, დაუწესებს თუ არა მას აშშ სანქციებს; ვნახოთ, რას იტყვის „ქართული ქარტიის“ ფრანგი დედა-პრეზიდენტი“.