leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: უნდა გავიდეს საქართველო ჯგუფიდან. ეს არის ჩვენი მიზანი

„ჩვენი მიზანია საქართველოს სახელის გატანა და თან კარგად. უნდა გავიდეს საქართველო ჯგუფიდან. ეს არის ჩვენი მიზანი. ყველას მიზანი ესაა. დანარჩენს უკვე თამაშები გვანახებს”, – ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის კარგად ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაში და მე ვგულისხმობ 18 ივნისის თამაშს, თან ასეთ დაძაბულ გარემოში, რადგან როგორც მოგეხსენებათ გერმანიაში ძალიან ბევრი თურქი ცხოვრობს და ძალიან ბევრი მათი გულშემატკივარი მოვა თამაშზე. მე მეიმედება იმ ქართველების, რომლებიც, ვიცი, აუცილებლად ჩამოვლენ თურქეთთან დაპირისპირების დროს და არც ნაკლები არ უნდა ვიყოთ ჩვენ გერმანიაში ტრიბუნებზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სამი თამაშია და თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და პირველივე თამაშს კარგად დავიწყებთ, მაგრამ ასევე უნდა დავაფასოთ მეტოქე. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. ეს დავამტკიცეთ კიდეც. კარგი გუნდები დაგვიმარცხებია და უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. არ უნდა გავჩერდეთ. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია“, – მიიჩნევს კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.

ასევე იხილეთ