leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი ჩამოხვალთ გერმანიაში, დაგვიჭერთ მხარს და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საქართველოში

„ემოციებიც აუცილებლად კარგად უნდა გამოვიყენოთ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. რადგან აქამდე მოვედით, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს უნარი და შესაძლებლობა წინ წავიდეთ და მეტი გავაკეთოთ”, – ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ეთანხმება გუნდის მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას, რომ დიდი ემოცია „ჯვაროსნებს“ ავნებს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ემოციების დადებითად გამოყენებაც შეიძლება, რადგან ის ფეხბურთელებს თავდაჯერებულებისა და მოტივაციის მოძიებაში დაეხმარა.

კვარაცხელიამ ნაკრების გულშემატკივრებსაც მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივმართო გულშემატკივრებს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას განვლილი თამაშებისთვის, როდესაც თქვენ ჩვენს გვერდით იდექით და მხარი დაგვიჭირეთ. მე ვგულისხმობ არამარტო ბოლო ორ თამაშს, არამედ ყველა ჩატარებულ მატჩს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი ჩამოხვალთ გერმანიაში, დაგვიჭერთ მხარს და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საქართველოში. უდიდესი მადლობა ყველას, რომ ჩვენს გვერდით იყავით, ახლა ჩვენს გვერდით ხართ და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარს გერმანიაში გავახარებთ. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და ჩვენც წარმატებები“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ასევე იხილეთ