გიორგი მამარდაშვილი: გულშემატკივრობას დიდი ძალა აქვს, ამბობენ რომ დორტმუნდში ბევრი თურქი იქნება, მაგრამ ვფიქრობ გულშემატკივრობაში ვაჯობებთ. არ მგონია, რომ ამ ასპექტში მათ გულშემატკივრებს უპირატესობა ჰქონდეთ
„გულშემატკივრობას დიდი ძალა აქვს, ამბობენ რომ დორტმუნდში ბევრი თურქი იქნება, მაგრამ ვფიქრობ გულშემატკივრობაში ვაჯობებთ. არ მგონია, რომ ამ ასპექტში მათ გულშემატკივრებს უპირატესობა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ევროპის ჩემპიონატის მატჩების პროგნოზიც გააკეტა.
„ჩემი აზრით, პირველი თამაში 50/50-ზე იქნება. მთავარია გავუძლოთ ემოციურ წნეხს, რაც იქნება. დებიუტანტები ვართ და იქნება ემოციები. რაც შეეხება პორტუგალიას, ვფიქრობ, პორტუგალია ფავორიტია და სიამოვნების თამაში იქნება. ვნახოთ, რა მოხდება და პორტუგალიაზეც იმ შემართებით გავალთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები. მარტივად არაფერს დავთმობთ“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.