leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ველოდებით, რომ ბათუმისთვის წლევანდელი სეზონი იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული

„ველოდებით, რომ ბათუმისთვის წლევანდელი სეზონი იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ბათუმს ახალი ინფრასტრუქტურა დაემატა და კიდევ უფრო გალამაზდა ქალაქი.

„შარშანდელი წელი უკვე იყო ძალიან პოზიტიური ყველა თვალსაზრისით. ჩვენ შემოსავლების ნაწილში გვქონდა 26 პროცენტიანი ზრდა შარშან და წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზრდას. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ბათუმისთვის წლევანდელი სეზონი იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული, მით უმეტეს, ბათუმს, ქალაქს დაემატა ახალი ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო გალამაზდა ქალაქი.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის ჩამოსვლას ბათუმში. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ბათუმი არის ყველასთვის განსაკუთრებული ქალაქი, თითოეული ქართველისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მცხოვრებლისთვის. აქედან გამომდინარე, ბათუმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, ეთმობოდა დღემდე და მომავალშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ