leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვილი სანიოლი: რაც ფეხბურთელებმა მარტში გააკეთეს, ახლა ვერ გვიშველის. ეს სხვა შეჯიბრია, სხვა მეტოქეები გვყავს. ძალიან რთული იქნება და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად იქნებიან

„ბევრი ფეხბურთელი ისევ 26 მარტზე ფიქრობს და მათ ძალიან კარგად უნდა გაანალიზონ, რომ ახლა ევრო 2024 მოდის. იმის გამო რომ კარგი რამ გააკეთე მარტში, არ ნიშნავს რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი კარგად იქნება”, – ამის შესახებ ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ახლა მისი მიზანია ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად ერთნაირად იყოს მომზადებული.

„ევროპის ჩემპიონატი ეროვნული ნაკრებებისთვის ყველაზე რთული შეჯიბრია მსოფლიოში. ამ დაპირისპირებისთვის სპორტსმენები მზად უნდა იყვნენ, გაცილებით მეტი უნდა გასცენ და გააკეთონ, თუ სურთ რომ ამ ჩემპიონატში იარსებონ. საუბარი არაა მხოლოდ მონაწილეობაზე, ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე კარგი იმიჯის შექმნას უნდა შეეცადონ და ამისათვის კონცენტრირებულები უნდა იყვნენ ევრო2024-ზე და არა იმაზე, რაც მარტში გააკეთეს.

რაც ფეხბურთელებმა მარტში გააკეთეს, ახლა ვერ გვიშველის. ეს სხვა შეჯიბრია, სხვა მეტოქეები გვყავს. ძალიან რთული იქნება და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად იქნებიან. ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება“, – აცხადებს სანიოლი.

ასევე იხილეთ