ბუდუ ზივზივაძე: ვფიქრობთ, მზადების პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს, ვამუშავებთ ახალ ტაქტიკებს, ვმუშაობთ სისუსტეებზე
„ვფიქრობთ, მზადების პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს, ვამუშავებთ ახალ ტაქტიკებს, ვმუშაობთ სისუსტეებზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება მომენტს, როდის დაიწყება შეხვედრა და ჩასტვენს მსაჯი. მაგ დროს გავიაზრებთ ალბათ, თუ რამხელა რაღაც გავაკეთეთ და თუ სად ვთამაშობთ.
განსაკუთრებული და სასიამოვნოა ნაკრებში, იმიტომ, რომ ბიჭებს ყველას ერთმანეთთან, ერთად ყოფნა გვიხარია. მზადების პროცესს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვამუშავებთ ახალ-ახალ ტაქტიკებს, ასე რომ ვთქვათ. ვმუშაობთ სისუსტეებზე. ახლა ცხრაში ამხანაგური გვაქვს და ეგ კიდევ უფრო დაგვაახლოებს სასურველ ფორმას, ძალიან დაგვეხმარება, კიდევ უფრო დავინახავთ რა გვაქვს მოსამატებელი“, – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.