leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოთარ კიტეიშვილი: ევროპის ჩემპიონატი არის შესაძლებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, რომ თავი წარმოვაჩინოთ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად

„ევროპის ჩემპიონატი არის შესაძლებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, რომ თავი წარმოვაჩინოთ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა. გულშემატკივრებს ველოდებით გერმანიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრნი იქნებიან. ყველას დიდი მოლოდინი აქვს, ეს გვესმის და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, რომ ეს მათი მოლოდინები კარგი თამაშით, კარგი შედეგებით წარმოვაჩინოთ ევროპის ჩემპიონატზე.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა რთულია, რადგან პირველი ევროპის ჩემპიონატია, მაგრამ გამოცდილებაა პირველ რიგში და ეს არის შესაძლებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, რომ თავი წარმოვაჩინოთ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად“, – აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.

ასევე იხილეთ