left_sabechdi

ვილი სანიოლი: მინდა მივმართო ფეხბურთელებს – თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ ევრო 2024-ზე ადგილის მოსაპოვებლად

„მინდა მივმართო ფეხბურთელებს – თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ ევრო 2024-ზე ადგილის მოსაპოვებლად, მაგრამ მე არ მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა ჩემპიონატის შემდეგ იფიქრონ, რომ ისინი ამ შეჯიბრის მოქმედი პირები არ იყვნენ. ან იფიქრონ, რომ წავედით ევრო 2024-ზე იმის გამო, რომ ამას ყველა ვიმსახურებდით”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ უნდა იმოქმედოთ. უნდა წავიდეთ იმისათვის, რომ მივიღოთ ბევრი რამ, რადგან არავინ, არცერთი ნაკრები არ მიიღებს რამეს შრომის, მონდომებისა და ყველაფრის გაღების გარეშე. ვცილობ ეს ავუხსნა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბოლოს არაფერზე ინანოთ. იყავით იმდენად ბედნიერი ჩემპიონატზე ყოფნით, რომ სიამოვნების მიღებას უფრო მეტი დრო დაუთმეთ, ფანების ყურებას, სხვა ნაკრებზე დაკვირვებას, ატმოსფეროზე ყურადღებას. არა, იყავით მთავარი მოქმედი პირები. რაც შეეხება ფანებს – დაგვიჭირეთ მხარი და ისიამოვნეთ. ჩემპიონატზე გასვლა ძალიან კარგი იყო და არავინ იცით, ისევ როდის დადგება ეს მომენტი. ამიტომ ისიამოვნეთ ამ მომენტით“, – განაცხადა სანიოლმა.

ასევე იხილეთ