leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეიმურაზ ქორიძე: ამერიკელმა „მეგობრებმა“ ნიშნისმოგებით გვაუწყეს, რომ მათ გვერდით დგას და საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანალიზს აწვდის დიდი ფანჩატურელი შალიკო

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გასული კვირის მიწურულს აშშ კონგრესის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა, აასრულა ჩვენი ოპოზიციის დიდი ხნის ნაოცნებარი და გამოაცხადა კონგრესის გადაწყვეტილება ქართველ პოლიტიკოსებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე, სამართალდამცავებზე, კერძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე სანქციების დაწესების შესახებ. ძალიან მოკლედ ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზეც: კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანტისახელისუფლებო მიტინგების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის თვითნებობა. ისიც დაგვპირდა, რომ ეს სანქციები არ არის ყველაფერი – უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციები ამოქმედდება. თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მისტერ მილერის (ამერიკის) თითის დაქნევაზე არ იკუნტრუშებს.

შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი 24 მაისის კანონპროექტი „ქართველი ხალხის აქტის“ თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ განცხადების მეორე ნაწილი:

„(კომიტეტი) ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი; გამოიყოს მინიმუმ 50 მილიონი ამერიკული დოლარი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად; მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განსაზღვრონ, როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით; შეფასდეს საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მცდელობები“.

კანონპროექტის თანახმად, მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები დაუწესდებათ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაზე, ასევე, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედგენასა და მისი მიღების ხელშეწყობაზე“.

დავუბრუნდეთ მისტერ მეთიუ მილერსა და კონგრესის გადაწყვეტილებას.

საინტერესო და ცოტა გაუგებარი, მეტიც, ანეკდოტურია, რომ ჩვენს უანგარო ამერიკელ „მეგობარს“ არ დაუსახელებია დასანქცირებული ქართველი „მეგობრების“ ვინაობა და რაოდენობა, ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალიწინებსო (თუ მეგობარ აშშ-ში ჩამობრძანებას დააპირებენ, ჩვენი საზღვრის გადმოკვეთისას ამას თვითონ შეიტყობენო). არც იმაზე უთქვამს, თუ ამერიკული კანონი ამას არ ითვალისწინებდა, რატომ გაასაჯაროეს ორიოდე თვის წინათ დასანქცირებული ქართველი მოსამართლეების ვინაობები(!).

მსოფლიოს უდემოკრატიულესი იმპერიის თავმდაბალ წარმომადგენელს ქართველი „მეგობრისთვის“ არც ის აუხსნია, ჩემი უსაქციელობის გამო, რატომ უნდა დაისაჯონ ჩემი ოჯახის წევრები! გაგიკვირდებათ და, თავი არც შესაბამისი ამერიკული კანონის მოშველიებით შეუწუხებია. სამაგიეროდ, ამერიკელმა „მეგობრებმა“ ნიშნისმოგებით გვაუწყეს, რომ მათ გვერდით დგას და საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანალიზს აწვდის დიდი ფანჩატურელი შალიკო (შალვა ნათელაშვილი)”.

ასევე იხილეთ