left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: ბავშვებს გაეშვით, თქვე ნაძირლებო, თქვენმა პოლიტიკურმა მამებმა და თქვენ, მე და ჩემნაირებს, ჯერ ბავშვობა წაგვართვით, მერე ახალგაზრდობა და აჰა, ახლა სიბერესაც გვიმწარებთ

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია სტალინისა და ბუდუ მდივანის ისტორიის წაკითხვა. წარუშლელი და მძიმე ემოცია დატოვა ჩემში იმ ფაქტმა, როდესაც ტირანი, მისი მეტოქის შვილებსაც ფიზიკურად გაუმკლავდა. თან ეს ის პერიოდია, როდესაც დევნილობაში ვარ, თავზე საფარი კი არა, გარშემო ომია და ტყვიების ზუზუნი. ამ ფაქტმა ანუ ბევრმაგად იმოქმედა ჩემზე. მერე ვიფიქრე, ეს ამ საუკუნის ისტორიებია, რომელშიც მე დავიბადე-მეთქი. თურმე, სად ხარ შვილო, ამ ბოლშევიკებისა და ფაშისტების შთამომავლებმა, პირდაპირ ტრენდად აქციეს თავიანთ სექტაში ბავშვების ბულინგი. ჯერ ლელოს ანა ნაცვლიშვილმა გახსნა სეზონი და თავს დაესხა ჩემი მეგობრის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს და მერე მთლიანად ეგზალტირებულმა სექტამ აიტაცა. გუშინაც ბინძური ე.წ “ინფორმაცია” გამოაცხვეს… ვთქვი და ვიმეორებ: ბავშვებს გაეშვით, თქვე ნაძირლებო, თქვე კაენის შთამომავლებო, თქვენმა პოლიტიკურმა მამებმა და თქვენ, მე და ჩემნაირებს, ჯერ ბავშვობა წაგვართვით, მერე ახალგაზრდობა და აჰა, ახლა სიბერესაც გვიმწარებთ. ამ ბავშვებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდ სპირალში შედიხართ და ძალიან ცუდად მიიღებთ საფასურს. ნიკოს კიდევ, ბევრი სიკეთე, ჯანი და წარმატებები”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ