leaderboard_below_slide
left_sabechdi

მონტენეგროს ნაკრების მოთამაშეები: ქართველმა ფეხბურთელებმა თავიანთი ძლიერი მხარეები კარგად გამოიყენეს

საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრის შეფასებისას მონტენეგროს ნაკრების ფეხბურთელები ხაზს უსვამდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილესთან დამარცხდნენ.

„ცუდი შეგრძნება გვქონდა, რადგან თამაში ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ წავაგეთ და ხასიათის გამოკეთება ვერ მოვახერხეთ. ვიცით, რომ სუსტად ვითამაშეთ, მაგრამ წინსვლისთვის დრო გვჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თამაშის საშუალება მივეცით, მათ კი სივრცეები აითვისეს და შანსებით კარგად ისარგებლეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ შოტლანდიური „აბერდინის“ მცველმა, სლობოდან რუბეჟიჩმა.

„კარგად ვერ ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და კონტრშეტევებს კარგად ახორციელებს, ვცდილობდით, რომ მათთვის ამის შესაძლებლობა არ მიგვეცა, მაგრამ მაინც მოახერხეს და გვაჯობეს. ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრამდე, როცა ოფიციალურ მატჩები გვექნება, ვითარებას გამოვასწორებთ“, – თქვა ვარაზდინის“ ფლანგის მოთამაშემ, მარკო ვუკჩევიჩმა.

ასევე იხილეთ