top_leaderboard
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ტენდენციაა, რომ ინფორმაციის წყარო არის ან რუსეთის ტელევიზია, ან სეპარატისტული რეჟიმის განცხადება

“ჩემი აზრით, ეს არის ანტიჩინური კამპანიის ნაწილი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ ისტორიას თხზავთ სეპარატისტულ რეჟიმზე დაყრდნობით და შემდეგ გსურთ, რომ ამ ისტორიის კომენტირება მოხდეს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური არხის ჟურნალისტს, რომელმაც ჩინეთსა და ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ემსახურება ჩინეთის დელეგაციის სავარაუდო ვიზიტი ოკუპირებულ ცხინვალში მაშინ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაისის თვეში ორჯერ იყო ცხინვალიდან დელეგაცია ჩასული, ბიზნესინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თავად სექტემბერში აპირებენ ჩინეთში ჩასვლას.

„თქვენთვის სეპარატისტული რეჟიმი არის წყარო? ტენდენციაა, რომ ინფორმაციის წყარო არის ან რუსეთის ტელევიზია, ან სეპარატისტული რეჟიმის განცხადება. ამიტომ მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც ინფორმაციაც არ არის, ისტორიაა. ჩემი აზრით, ეს არის ანტიჩინური კამპანიის ნაწილი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ. ისტორიას თხზავთ სეპარატისტულ რეჟიმზე დაყრდნობით და შემდეგ გსურთ, რომ ამ ისტორიის კომენტირება მოხდეს. გირჩევდით, რომ ნაკლები უყუროთ რუსულ ტელევიზიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ