top_leaderboard
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება, პარლამენტის წევრები კანონის მიღების გამო დასანქცირდნენ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს გაჯანსაღების კუთხით გადახედვა ნამდვილად სჭირდება.

„როგორ შეიძლება, სხვა ქვეყნის მიერ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრები კანონის მიღების გამო რაიმე ფორმით დასანქცირდნენ? საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაჯანსაღების კუთხით გადახედვას ნამდვილად საჭიროებს, მაგრამ გაუგებარია, როცა მოსამართლეების დასანქცირებისას გვარები გასაჯაროვდა, ეს პრობლემა არ იყო და პარლამენტის წევრებთან მიმართებაში თითქოს ეს კანონით აკრძალულია. ეს ყველაფერი არასერიოზულია და კარგი არ არის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ